воскресенье, 15 мая 2016 г.

დღე მე-9

მართალია,მიხარია პროექტის დასრულება,მაგრამ ამავდროულად გული მწყდება,რადგან გამიჭირდება ჩვენს შესანიშნავ ტრენერთან და ჯგუფის მონაწილეებთან დაშორება.დღეს უკვე დამშვიდებული და კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრ სიახლეს გავეცანი და ვისწავლე.მომეხსნა შიშები,რაც წინა დღეებში მაწუხებდა.

დღეს წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია და გავეცანი ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს.შედეგით ნამდვილად ვარ კმაყოფილი,


მოდულის შეჯამება

ვისწავლე,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.როგორ მოვამზადო  და წარმოვადგინო სასწავლო პროექტის პორტფოლიოები ეფექტურად,როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.განვსაღვრე ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები,პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესაძენად.

დიდი მადლობა გვანცას მისი პროფესიონალიზმისთვის,თანამშრომლობისთვის, ასე ეფექტურად მოწოდებული მასალებისთვის და შესწავლისთვის.



четверг, 12 мая 2016 г.

მე-8 დღე



მივუახლოვდით პროექტის დასასრულს,რომელმაც უამრავი ახალი ცოდნა მომცა.ვისწავლე ფასილიტაცია-ტექნოლოგიები,რაც იმას ნიშნავს,რომ მოსწავლეს გავუადვილო მუშაობის პროცესი,რათა სწორი მიმართულებები შეინარჩუნოს.


                მადლობა გვანცა,ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა.

понедельник, 9 мая 2016 г.

დღე 7


ეს დღეც ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანი 6 მოდულს,გავიგე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში მიზნის მიღწევის მიზნით.უნდა განვსაზღვრო მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები,საჭიროებები,მივცე არჩევანის უფლება.მოსწავლეთა წარმატებაში დამეხმარება გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი და ბლუმის დონეების შესაბამისობა.

воскресенье, 8 мая 2016 г.

6 დღე


ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო,მოხდა მეხუთე მოდულის შეჯამება.რის საფუძველზე შევაფასე რამდენად შესაბამისობაში იყო შინაარსი ორიგინალურთან,რამდენად კრეატიული იყო.რამდენად კარგად აქვს ანალიტიკური აზროვნება ჩამოყალიბებული მოსწავლეს,რამდენად შესაბამისობაშია ვიზუალური მხარე.შეფასება უნდა იყოს მიმდინარე,უწყვეტი,მოსწავლეზე ორიენტირებული და შეესაბამებოდეს სტანდარტებს,მიზნებს და XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს.

суббота, 7 мая 2016 г.


  1. დღე 5


როგორც წინა დღეები,ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ვისწავლე პროექტის შეფასების შეჯამება,სლაიდების შექმნა განვამტკიცე და მოვირგე მოსწავლის როლი.მივხდი,რომ რთულია სხვისი როლის გათავისება,აქედან გამომდინარე,მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მოსწავლის უნარი და შესაძლებლობები.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღე 4
რეფლექსია


დღევანდელი დღე საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ჩემთვის,ვინაიდან ისევ შიშები მქონდა ახალ მასალასთან დაკავშირებით,რომელსაც ადვილად გავართვი თავი ტრენერის დამსახურებით.გავარკვიე კითხვები,რომელიც დამეხმარება სწორი მიმართულების შენარჩუნებაში,ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,რომელი მეთოდები და ინსტრუმენტები მჭირდება პროექტზე მუშაობისას.

суббота, 23 апреля 2016 г.

რეფლექსია 
დღე მე-3



დღევანდელი დღეც  მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ჩემთვის,ვინაიდან გავიგე როგორ გავაკეთო ბუკლეტის დიზაინი,რაც სირთულეს წარმოადგენდა ჩემთვის.აგრეთვე ვიმუშავეთ შინაარსის გაწერაზე ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით,საჭირო ფოტოების ჩასმაზე.ატვირთული ინფორმაცია შევინახე გუგლი-დრაივზე,რათა დაცული იყოს ჩემი მონაცემები.